8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ჭითანავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ჭითანავასა და ჯარისკაცის ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა.
ხობის მერიის ცნობით, ტურნირის ფინალურ შეხვედრაში საქირიომ (ხეთა) „ცენტრი“ (ხეთა) დაამარცხა და მემორიალური პირველობის გამარჯვებული გახდა, მესამე ადგილი კი თორსა-დღვაბის გუნდმა დაიკავა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.