იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა
10-08-2021, 19:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. იმერეთის გუბერნატორმა ონლაინ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვამდე მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა, რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, COVID-19-ის ვაქცინის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.

 

 

,,იცით როგორი ეპიდვითარება გვაქვს რეგიონში და მთლიანად საქართველოში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ რეგულაციები და მაქსიმალურად ჩავერთოთ აღსრულების ნაწილში. მუნიციპალიტეტებში სოციალური ღონისძიებები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს და თავიდან ავირიდოთ ინფიცირების ზრდა. პრევენციული ღონისძიებების პარალელურად ხელი უნდა შევუწყოთ იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად მიმდინარეობას. რეგიონის მასშტაბით სოფლად მდებარე ამბულატორიებში უკვე დაიწყო მობილური ბრიგადების მიერ აცრის მსურველი მოქალაქეების ადგილზე ვაქცინაცია. მსგავსი ღონისძიება უკვე განხორციელდა ათამდე სოფელში და აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 


დღესვე საბჭოს წევრებმა 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. პროგრამის ფარგლებში, 12-ვე მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა საგრანტო კონკურსზე გასატანი პროექტები და ასევე საპროექტო წინადადებები. მოწონების შემთვევაში პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

 


იმერეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის ევროკავშირის მიერ 2021 წელს გამოყოფილია 9 627 200 ლარი. დაფინანსებას მიიღებს ის მუნიციპალიტეტები, რომელთა პროექტებიც შესაბამისი კომისიის მიერ იქნება მოწონებული.

 


2021 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პრიორიტეტებია: ურბანული განახლება - ინტეგრირებული აქტივობები ურბანულ ტერიტორიებზე, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება.

 


2022 წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში იმერეთისთვის 59 155 671 ლარია გამოყოფილი.

 


სრიგპ ითვალისწინებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც მიზნად ისახავს გარკვეული განსახორციელებელი ამოცანების ადგილობრივ დონეზე ეტაპობრივ დელეგირებას, სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი