ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლამდე, მანამ სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის და განვითარების წლები
11-08-2021, 12:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ძლიერად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში და შემდგომი მინიმუმ 3 წელი, 2024 წლამდე, მანამ სანამ არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანაში უნდა იყოს სწრაფი აღმავლობის და განვითარების წლები და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ თქვენი მხარდაჭერით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ შემდგომი მთავარი საზრუნავი ქვეყანაში სხვადსხვა სფეროების სწრაფი განვითარება იქნება.

 


„მნიშვნელოვანია განათლება. სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარებას სჭირდება თანამედროვე, გადამზადებული სპეციალისტი. აუცილებელია განათლების სფეროში ინვესტირება. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი. გვაქვს გეგმა, რომ პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებული წავახალისოთ განსაკუთრებული ინიციატივებით, წამახალისებელი ღონისძიებებით, მივცეთ მათ იაფი სესხი, დაფინანსება, გრანტები მთავრობისგან, იმისთვის, რომ ადგილზე მოხდეს მათი დასაქმება და გამოყენება.

 


ბოლო წლების განმავლობაში 175 ახალი სკოლა აშენდა ჩვენს დროს, 250-ზე მეტი სკოლა გარემონტდა. დღეს კიდევ ერთ ახალ სკოლას დავათვალიერებ. ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიან სტანდარტი - ყველა სკოლა, ყველა ბაღი უნდა იყოს ერთიანი ევროპული სტანდარტით აშენებული და რეაბილიტირებული. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი - განვითარება, განვითარება, განვითარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი