თბილისის მერია: ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ფერდის ნაწილის ჩამოშლის სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა
13-08-2021, 09:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საბურთალოს რაიონში, ლორთქიფანიძის ქ. N28-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერდის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, რომლის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ტერიტორიაზე დაწყებული მშენებლობაა, არავინ დაშავებულა.

 

 

ლორთქიფანიძის ქუჩაზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის და მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ვითარების შესწავლის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ასევე, იმყოფებიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც.

 

 

თბილისის მერიის ცნობით, დარგის სპეციალისტებმა ფერდის შესწავლა უკვე დაიწყეს, რის შემდეგაც, საექსპერტო დასკვნა მომზადდება. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი