საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსები დასრულდა
13-08-2021, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) პროგრამის ფარგლებში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ ზაფხულის შუალედურ და საბაზისო კურსებს უმასპინძლა. სამთო მომზადების განმავლობაში სამხედროები სამთო-ტექნიკურ მომზადებას, სამთო აღჭურვილობის შერჩევისა და მოხმარების წესებს, მთიან რელიეფზე გადაადგილებისას საჭირო უსაფრთხოების წესებს, ასევე სამთო გადაადგილებისას დაშავებულის გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობდნენ.

 


სამთო მომზადების დასასრულს კურსების გამოშვების ოფიციალური ცერემონიალი სკოლის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამთო სწავლების წარმატებით დასრულება საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მიულოცა.

 

 

მსმენელებს კურსების სერტიფიკატები, მათ შორის წარმატებულებს კი, სამკერდე ნიშანები და ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

 


ზაფხულის შუალედური კურსი ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ქართველი, უკრაინელი და ჩეხი 17 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ზაფხულის საბაზისო კურსს კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 37 იუნკერი სამი კვირის განმავლობაში გადიოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი