პრემიერ-მინისტრმა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა
13-08-2021, 14:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერებს შეხვდა.

 


მთავრობის მეთაურმა რეინჯერებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად რეინჯერებისგან მიიღო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების რეინჯერების სახელფასო ანაზღაურება 2012 წლის შემდეგ ეტაპობრივად იზრდებოდა, დღეისთვის კი თითქმის გასამმაგებულია.

 


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მუდმივად ზრუნავს რეინჯერების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. პატრულირების ხარისხის ამაღლების მიზნით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა - შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები.

 


პრემიერ-მინისტრმა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მშენებარე სასტუმრო დაათვალიერა, რომლის ინვესტიციის მოცულობა 2 მილიონი აშშ დოლარია.

 


პრემიერ-მინისტრთან ერთად ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა,მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი