სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. მოდულის შენობაში, გუშინ გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით, მომღერალი სოფო ნიჟარაძე იკითხება.
სოფო ნიჟარაძე დაკითხვაზე ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად გამოცხადდა. როგორც მომღერალმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოქვეყნებული სატელეფონო ჩანაწერები არის ფაბრიკაცია.
"მე ცოტა სასაცილოდდა აბსურდულად მეჩვენება დაკითხვაზე ჩემი დაბარება. თუმცა, თუ რაიმე შეკითხვები არსებობს ამ ფაბრიკაციულ ვიდეოებთან დაკავშირებით, მე მზად ვარ ვუპასუხო. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მოვედი აქ და მზად ვარ კითხვებს გავცე პასუხები. ძალიან საინტერესოა თუ რა კითხვები იქნება დასმული, რა შეიძლება იყოს ეს არ ვიცი, დეტალებს გამოსვლის შემდეგ გაგაცნობთ", - განაცხადა ნიჟარაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვას, რა ურთიერთობაში იმყოფება ყოფილ პრეზიდენტთან, ნიჟარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მისი მეგობარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.