ირაკლი ღარიბაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ: ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან
13-08-2021, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ჩვენს ოპონენტებს ვპირდები, რომ ყოველდღე შევახსენებ მათ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ მათ, მანამ ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, 13 წლის წინ გამოცხადდა ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია.

 


„მივესალმები ყვარელს და ყვარლელებს, დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით - მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოიპოვა შვიდი ბრწყინვალე, დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ბოლო შვიდ არჩევნებში ახლა ჩვენ ვემზადებით მერვე არჩევნებისთვის, მერვე დამაჯერებელი და ძლიერი გამარჯვებისთვის. მე არ ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ ჩვენი გუნდი იმარჯვებს. ჩვენი ქვეყანა იმარჯვებს ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ხალი იმარჯვებს, იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ჩვენი ხალხისთვის ბოლო წლებში მოიტანა განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს ხალხს ავარიდეთ დამატებითი პრობლემები, თავისტკივილი და განსაცდელი. ბოლო 30 წლის განმავლობაში არაერთი ქარტეხილი გამოვიარეთ - არაერთი სირთულე, არაერთი პრობლემა, შიდა დაპირისპირება, სამოქალაქო ომები. მათ შორის, სულ ახლახანს, 13 წლის წინ 21-ე საუკუნეში გამოვცადეთ ფართომასშტაბიანი ომი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიასთან, ოკუპანტ ძალასთან, რომელმაც საბოლოოდ დააკანონა ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და რომელიც 2007 წელს ჩვენი ტერიტორიიდან გასული ყო, მაგრამ უგუნური პოლიტიკისა და მძიმე პროვოკაციების ვერ არიდების შედეგად ისევ შემობრუნდა რუსული ჯარი. ეს რა თქმა უნდა, მწარე რეალობაა, მაგრამ ეს სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ მოხდა ჩვენს ქვეყანაში მეგობრებო! ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობასა და სტაბილურობაზე, უნდა გვახსოვდეს, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ მათ მძიმე შეცდომებზე კი არა, მათ მძიმე დანაშაულებებზე, ხალხის და ქვეყნის წინაშე, მაგრამ მე მათ ვპირდები, რომ მე მათ ყოველ დღე შევახსენებ მძიმე დანაშაულს, არ მოვასვენებთ, რადგან ვიდრე ექნებათ სურვილი პოლიტიკაში დარჩენის, მანამ შევახსენებთ მუდმივად მათ დანაშაულებს და შეცდომებს. ერთი მხრივ, ამით ვაზღვევთ ჩვენს მოსახლეობას შემდგომი განსაცდელებისგან და მეორე მხრივ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ განვითარებაზე, განვითარებაზე და მხოლოდ განვითარებაზე. ჩვენ უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ყველა მუნიციპალიტეტში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი