ლევან დავითაშვილი: 2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა, სურსათისა და გადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდეს
13-08-2021, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში ლაგოდეხის ნაკრძალით, 110 წლის წინ იწყება. ეს არის დიდი ისტორიის და დიდი მომავლის მქონე განსაკუთრებული სიმდიდრე - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ლაგოდეხში, „ქართული ოცნების" ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე.

 


მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ბუნება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობებს.

 


„განვითარება არის კოპლექსური, გარემოსთან ჰარმონიით გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები სწორად და განვავითაროთ სოფელი, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ სოფლის მეურნეობას, არამედ ეკოტურიზმს, სასოფლო ტურიზმს, აგროტურიზმს, ღვინის ტურიზმს და ა.შ. ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს მოსახლეობასთან ერთად და მათი ინიციატივით, ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაფინანსებთ კერძო ინიციატივებს, თქვენს ინიციატივებს ვუჭერთ მხარს და სახელწმიფო არ ქმნის სისტემებს პარალელურად, არ ქმნის სახელმწიფო კონკურენციას, პირიქით, სახელმწიფო უნდა იყოს მხარდამჭერი კერძო ბიზნესის განვითრების. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა არის თანადაფინანსებები, ფინანსურ რესურსებზე წვდომა, თქვენთვის იაფი ფულის გაჩენა იმისთვის, რომ თქვენი წამოწყებები იყოს უფრო მეტად წარმატებული. 2012 წელს, მთლიანად სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო სექტორის დაკრედიტების ოდენობა იყო 50 მლნ წელიწადში, მაშინ როდესაც, ბოლო წლების განმავლობაში, პორტფელმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2 მილიარდი ლარის საკრედიტო რესურსია მობილიზებული იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა და სურსათის მრეწველობა, გადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდეს. ეს არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დახმარებებისა და ჩვენი ინტერვენციების", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი