14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა
14-08-2021, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი გმირთა მემორიალთან მიაგო. მათ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

 


გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები.

 

 

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე დაიწყო, როდესაც საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. ეს იყო საომარი მოქმედებების დასაწყისი, რომელიც აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი