საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის ახალაშენებულ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაური სკოლის ინფრასტრუქტურას და სასწავლო გარემოს გაეცნო და პედაგოგებს გაესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა განათლების ხელმისაწვდომობის და სწავლის ხარისხის ამაღლების მნიშვნელობას. პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის, ყველა საფეხურზე, განათლების ხელმისაწვდომობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა.
პედაგოგებმა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას სკოლის თანამედროვე ინვენტარით აღჭურვისთვის მადლობა გადაუხადეს.
ახალი სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. შექმნილია ყველა პირობა, რათა მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ - ფუნქციონირებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო და კომპიუტერული კლას-კაბინეტები, ბიბლიოთეკა; სააქტო და სპორტული დარბაზები; სკოლის ტერიტორიაზე კეთილმოწყობილია სარეკრეაციო სივრცე და ღია სპორტული მოედანი.
პროექტის ჯამური ღირებულება 4, 7 მილიონ ლარს აღემატება.
სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ამჟამად 227 მოსწავლე სწავლობს და 32 მასწავლებელი მუშაობს, რომელთაგან 2 წამყვანი მასწავლებელია.
ახალი საჯარო სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ააშენა.
სკოლაში, მთავრობის მეთაურთან ერთად იმყოფებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები - დავით სონღულაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი.
2021-2022 ახალ სასწავლო წელს, საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები 64 ახალაშენებულ და 64 სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში შეხვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.