ლიბერთი უფროსი თაობის მომხმარებლებს ვაქცინაზე რეგისტრაციას სთავაზობს
16-08-2021, 12:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს - მომხმარებლების სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტირებაში დაეხმარებიან.

 


ლიბერთიში აცხადებენ, რომ ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

 

ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ბანკი - ლიბერთი ექსპრესი ემსახურება.

 

 

„ჩვენთვის, უფროსი თაობა განსაკუთრებულია. ბოლო წელიწადნახევარია, პანდემიის პირობებში, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად.

 

 

დღეიდან კი, ლიბერთის თანამშრომლები ვაქცინაციის მსურველებს დავეხმარებით და რეგისტრაციას გავუმარტივებთ, ჩვენს ქვეყანას კი გვერდში დავუდგებით პანდემიასთან ბრძოლაში“, - აცხადებს „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.

 


ახალ სერვისთან ერთად, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განსაკუთრებული პრივილეგიები მოქმედებს სოციალური ბარათით გადახდისას:

 

 

- მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკების სამედიცინო სერვისებზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში - მედიკამენტებზე.

 


- ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია.

 


- ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი