70 სახელმწიფო ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
16-08-2021, 13:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად.

 


„უსაფრთხოების გაუარესებული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვმუშაობთ და ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და ავღანელების ავღანეთიდან უსაფრთხო და მოწესრიგებულ გასვლას. ავღანეთში ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მქონე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვასა და უსაფრთხოებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელებსა და უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც გამგზავრება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო პუნქტები ღია უნდა იყოს და სიმშვიდე უნდა შენარჩუნდეს. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობაში მზად ვართ მათ დასახმარებლად“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

 

 

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ტაჯიკეთში გაიქცა. ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი