მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16-08-2021, 17:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შექმნილი საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა, ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პენსიის, კომპენსაციის, სოციალური პაკეტების, საარსებო თუ სხვა სახის შემწეობების დარიგების მიზნით საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, როგორც პენსიები, ისე სხვა სახელმწიფო კომპენსაციები და სოციალური დახმარებები მაქსიმალურად კარგი პირობებით გაიცეს.

 


უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.

 


მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, მთავრობის 28 ივლისის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს და რეგულარულად შეიკრიბება. კომისიის მიზანია, პენსიის, სხვადასხვა სახის სახელმწიფო კომპენსაციისა თუ დახმარების დარიგების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და ანალიზი. კომისია ასევე შეიმუშავებს შესაბამის საკონკურსო პირობებს მოსახლეობის სახელმწიფო გასაცემლებით უზრუნველყოფის საბანკო დაწესებულებების გამოსავლენად.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი