საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები უკვე ჩაერთო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გამოჰყო გარკვეული რესურსები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესის მხარდასაჭერად. ამ ეტაპზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან ასეულობით საწოლი გადაეცა, რომლებიც განთავსებულია ორ ლოკაციაზე - დიღომსა და სამგორში.
ასევე, თავდაცვის სამინისტრო გამოხატავს მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, სსსტც „დელტას“ ბაზაზე ყოველთვიურად ათასამდე დამატებითი საწოლი დაამზადოს და ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს.
ამას გარდა, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილია მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი საჭიროების მიხედვით ჩაერთვებიან პროცესებში. აღნიშნული ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისარგებლონ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.