„ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა“ - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ ისნის რაიონული ორგანიზაციის სადამფუძნებლო ყრილობაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ალტერანტიული პარტია სწორედ "თავისუფალი დემოკრატებია", რომლის ამოცანაა, ხალხს პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა დაუბრუნოს.
"ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ხალხს აღვუდგინოთ პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ამას სხვა ვერავინ მიხედავს, რადგან "თავისუფალი დემოკრატები" არის ახალი, ალტერნატიული ძალა. სხვა ყველამ გადაგაგდოთ, სხვა ყველამ 25 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი არაფერი მოგცათ", - მიმართა ირაკლი ალასანიამ ყრილობის მონაწილეებს.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაზეც ისაუბრა და "სამწუხარო" უწოდა იმას, რომ "ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს".
"თუ ეკონომიკური წინსვლა არ გვექნება, არც ჯანდაცვის, არც განათლების და არც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გვექნება ფინანსური სახსრები. 2012 წლის შემდეგ ველოდებოდით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 5-6 %. უშუალოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" ჩვენი საკეთებელი თავდაცვის სამინისტროშიც, საგარეო უწყებაშიც, პარლამენტშიც გავაკეთეთ და რეალური შედეგიც დადგა.
თავდაცვის სამინისტროში, მოვახერხეთ ის, რაც ახლა სასურველია, გაკეთდეს ყველა სამინისტროსა და ზოგადად აღმასრულებელ სტრუქტურაში – ჩვენ მოვახდინეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზება, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მანქანა იყო. ასევე, გავზარდეთ სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები, მინისტრის და რიგითი ჯარისკაცის სამედიცინო უზრუნველყოფა კი ერთნაირი გახდა, ანუ ჩვენ რეალურად გადავდგით ის ნაბიჯები, რისთვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა.
საქმეში დავადასტურეთ ის, რასაც არჩევნებამდე ვიძახდით. ძალიან სამწუხაროა და ამაზე ჩვენც მოგვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, რომ ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ჩვენს წინაშე მდგრად ეკონომიკურ გამოწვევებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.