ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია, ასევე ეტაპობრივად ხდება დამატებაც
17-08-2021, 12:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია, ასევე ეტაპობრივად ხდება დამატებაც.

 


„ახლა ყველაზე მთავარი, ხაზს ვუსვამ, ყველაზე მთავარი არის ინტენსიური აცრები. აი, მაგალითად, ახლა რომ ვიოცნებოთ, ასე ვთქვათ, და ყველამ ერთად შევძლოთ, რომ ორი კვირის განმავლობაში დღეში ავცრათ 100 000 ადამიანი, ნახავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ სერიოზულ გარდატეხას შევიტანთ ეპიდემიის განვითარებაში, რომ გავაკეთოთ ეს, ნუ 100 000. კი ბატონო, ეს ოცნებაა, მაგრამ თუ ჩვენ ყოველდღიურად 30 000-ზე ავედით... მუდმივად შემოდის ქვეყანაში ვაქცინები, პირველი დოზისთვის გასაკეთებლად გვაქვს 150 000-მდე „ფაიზერი“ დღეს, მეორე დოზა ყველასთვის შენახულია. პირველი დოზისთვის 150 000 ადამიანი რომ მოვიდეს ერთ დღეში, რა თქმა უნდა, ვერ გავატარებთ, დღევანდელი გამტარუნარიანობა 28 000 -30 000-ის ფარგლებშია, ამას გავატარებთ ხუთ დღეში, მაგრამ 150 000 „ფაიზერი“ დევს დღეს პირველი დოზისთვის, 130 000 „სინოფარმი“ დევს პირველი დოზისთვის, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ დევს პირველი დოზისთვის, 15 000 „ასტრაზენეკა“ დევს პირველი დოზისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, ვინც არ ხართ აცრილები, რომ მიბრძანდეთ და აიცრათ, რადგან აცრაზე გადის დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი