ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს სამშობლოს, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, - რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს სირცხვილი, - ამ დროს გარბოდა ბრძოლის ველიდან
18-08-2021, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს გარბოდა ბრძოლის ველიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

 


ღარიბაშვილის თქმით, სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრებისა და მოღალატეების.

 


„სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა მოღალატეებისა და ლაჩარი სააკაშვილის, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ხალხი აგვისტოს ომში. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ კარგად ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და ტერიტორიის დაცვას, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელ მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს გარბოდა ბრძოლის ველიდან. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც, მაგალითად, მასთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მიატოვა სტუმარიც, გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელ მსოფლიოს. აი, ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ წარსულში ჩავტოვეთ. 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელიც ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა. ერთი უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთი ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს აღარ ჩავუგდებთ. ეს დრო დამთავრდა, ეს განსაცდელი ჩვენმა ხალხმა ჩამოიტოვა წარსულში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი