ირაკლი ღარიბაშვილი: შუახევის ტურისტული პროექტები რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს
18-08-2021, 13:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შუახევის მუნიციპალიტეტში ტურისტული პროექტების განხორციელება რეგიონს ახალ სიცოცხლეს შესძენს და ტურისტული ლოკაციების და ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუახევის ტურისტული პროექტების პრეზენტაციაზე, სადაც იგი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის და მეტი ტურისტის მოსაზიდად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ტურისტული პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 5 პროექტი წარადგინა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ 750 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტების განხორციელება დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ადგილობრივებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

 


პროექტის მიხედვით, ჩირუხში ევროპაში ყველაზე გრძელი 2-ზოლიანი ზიპლაინი მოეწყობა, რომლის ღირებულება 10 მლნ ლარს შეადგენს.

 


ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების გეგმის მიხედვით, ბათუმიდან 1,5 საათის სავალ მანძილზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრებით, ხიდებით და ავთენტური წისქვილების სადემონსტრაციო სოფლით. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარს შეადგენს.

 


კურორტ გომარდულში ტობოგანისა და საბაგიროების მშენებლობის პროექტი მზადდება, რაც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა.

 


შუახევში, ჯვარიმინდორის მთაზე ტურისტული თავშესაფრები და საკეპინგე ზონა შენდება, რომლის ბიუჯეტი 250 000 ლარს შეადგენს და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტი შუახევს ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და გურიასთან მთებით დააკავშირებს.

 


ასევე მიმდინარეობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებზე გარდამავალი საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკის მოწყობა, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. პროექტი, რომელიც ევროკავშირის ენპარდის მხარდაჭერით ხორციელდება, ოქტომბერში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 500 000 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები: 1
#1   Johnnie
      
References:


Another name for physiological risk is safety risk.


References:
https://skitterphoto.com/photographers/2217011/myrick-reece
1 აპრილი 2026 02:59
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი