ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ვაქცინაცია, კლინიკა ,,მკურნალის“ და ამბულატორიული ცენტრი “პულსის“ გადამზადებულმა მედიკოსებმა, უბნის ამბულატორიის მედპერსონალთან ერთად, ამჯერად საგვიჩიოსა და ხამისკურში ჩაატარეს.
მოსახლეობის ვაქცინაცია ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს.
ვაქცინაციის პროცესს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდა.
ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში ყველა პირობაა შექმნილი ადგილზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციისთვის. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.
19 აგვისტოს ვაქცინაცია თორსის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება. ამცრელი ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გააგრძელებენ ვაქცინაციას.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.