სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მომღერალ სოფო ნიჟარაძის დაკითხვა დასრულდა. ნიჟარაძემ სუს-ის შენობა ადვოკატთან ერთად დატოვა.
მომღერალმა, იმ მოტივით, რომ საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს დაკითხვის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, განაცხადა, რომ აღნიშნული სიტუაცია მის დისკრედიტაციას ემსახურება და მსგავსი შინაარსის ლაპარაკი მას მიხეილ სააკაშილთან არ ქონია.
„გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბ, რადგან ადევს გრიფი საიდუმლო. კომიკური სიტუაციაა, რომელიც ემსახურება ჩემს პიროვნულ დისკრედიტაციას, ვფიქრობ ეს არის სხვადასხვა საუბრების მიქსი და კოლაჟი, ასეთი კონკრეტული შინაარსის ლაპარაკი ამ ადამიანთან, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან არ მახსენდება“- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძის დაკითხვა 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.