ლევან დავითაშვილი: გურია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა - ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა
19-08-2021, 14:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების" ლანჩხუთის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე სარიშვილის წარადგენის ღონისძიებაზე 2021 წელს UNESCO-ს მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების" სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

 


„არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გურია გამოირჩევა ნიჭიერი ადამიანებით. ბევრი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერი გურიიდან მოდის. გურია ასევე გამორჩეულია ბუნებრივი და ისტორიული ღირებულებებით. წელს ივლისში განსაკუთრებული ფაქტი მოხდა. ჩვენი ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა. რაც ნიშნავს, რომ ეს ადგილი მსოფლიო რუკაზე აღინიშნება, მსოფლიოსთვის საინტერესო ადგილი გახდა. კოლხეთის ეროვნული პარკი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნაწილია. ეს ის ადგილებია, რომელიც რუკაზე უკვე ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ყველასთვის ცნობილი ამაზონის ტყე, იეულოსტონის დაცული ტერიტორიები, ბაიკალის ტბა და ბევრი სხვა, რომელიც მსოფლიოს ყველა მოქალაქისთივს, ბუნების მოყვარულისთვის არის ცნობილი. გურია მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნაწილად იქცა", - განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი