მიხეილ სააკაშვილი: წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, „მუშკეტერები“ როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ
20-08-2021, 16:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას კოვიდპანდემიის მართვის არაეფექტურობის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს“

 


„წარმოუდგენელია ივანიშვილი, ტიკარაძე, „მუშკეტერები“ როგორ იძინებენ ღამე, თუ მართლა რაღაც ადამიანური შერჩათ, იმიტომ, რომ მათი გადაწყვეტილებები პირდაპირ უკავშირდება მრავალი ათასი ადამიანის სიკვდილს - ივანიშვილი და სიკვდილი გახდნენ სინონიმები.

 


ღმერთის როგორ არ ეშინიათ, როცა მათი გადაწყვეტილების პირდაპირ შედეგად, ყოველ დღე, ამდენი ადამიანი ტანჯვით კვდება.

 

 

საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით, ახლა, მას შემდეგ, რაც მრავალი მილიარდი, რომელიც გამოყო საერთაშორისო თანამეგობრობამ კოვიდთან საბრძოლველად დაიხარჯა, ამათი ვილების მშენებლობაზე.

 


სიკვდილის დამარცხების ერთადერთი გზა, არის ივანიშვილის დამარცხება - ძალიან მალე საქართველოში…“ - წერს სააკაშვილი Facebook-ზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი