ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ელოდება, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მის სარჩელს დააკმაყოფილებს.
როგორც პაატა სალიამ საქმის განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკმაოდ დაძაბული და მომქანცველი იყო მოსარჩელე მხარისთვის სასამართლო განხილვები.
“ჩვენი მოლოდინი და სურვილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს, თუმცა პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სასამართლო ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის განცხადებას, რომ მოულოდნელი იყო მოსამართლის მხრიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების დღეს გამოცხადება, რომელიც 17:30 საათზე მოხდება.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმე რამდენჯერმე გადაიდო, მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმის მასალებს.
“სასამართლომ ალბათ ჩათვალა, რომ საკმარისი იყო ეს დრო. მხარეებს საპაექრო ეტაპზე, ახალი სამართლებრივი პოზიციები არ წარმოუდგენიათ”, – განაცხადა პაატა სალიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.