ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია, პარლამენტის წევრთან დაჩი ბერაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან ლევან ქავთარაძესთან ერთად ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ამომრჩევლებს შეხვდა.
კანდიდატმა მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებები, გაეცნო მათ მიერ დასმულ საკითხებს არსებული საჭიროებების შესახებ და გუნდთან ერთად მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შიდა გზების, სანიაღვრე არხების და სასმელი წყლის მიწოდების მოწესრიგებაზე ისაუბრეს, რაზეც მერობის კანდიდატი ამ საკითხების გადაჭრას დაჰპირდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.