საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში იმყოფება. მთავრობის მეთაურს უკრაინელმა კოლეგა დენის შმიგალმა, ქალაქ ლვოვში უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრები ლვოვის ხალხური არქიტექტურის მუზეუმს ესტუმრნენ და მუზეუმის ტერიტორიაზე, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს.
ირაკლი ღარიბაშვილისა და დენის შმიგალისთვის გაიმართა კულტურული ტური ლვოვის ისტორიულ ცენტრში. პრემიერ-მინისტრებმა, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად, ქალაქის ისტორიული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.