დენის შმიგალი: ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით
22-08-2021, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მან გამოთქვა დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით.

 

 

„საქართველო და უკრაინა აგრძელებენ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების განვითარებას. მუშაობის პირველი შედეგები იმედი მაქვს, იქნება განხილული უმაღლესი დონის სტრატეგიული საბჭოს საინაუგურაციო სხდომის დროს, 2021 წლის ბოლოს.

 

 

ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გავიდა ახალ ნიშნულზე და 2021 წლის 5 თვის განმავლობაში 32%-ით გაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახდენთ ამ სფეროს კიდევ უფრო განვითარებას, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, საექსპერტო მოლაპარაკებების შემდეგ, რომლის მესამე სხდომა თბილისში, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს არის დაგეგმილი.

 

 

ბატონ პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს მე გამოვთქვი დაინტერესება საქართველოსა და უკრაინის რკინიგზის ტრანზიტული პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართულებით. უნდა გამოვიყენოთ შავი ზღვის პორტებისა და ჩვენს ქვეყნებს შორის საბორნე მიმოსვლების, არსებული ინფრასტრუქტურის პოტენციალი. ასევე უნდა გამოვიყენო ყველა ძალისხმევა, იმისათვის რომ გავზარდოთ ტვირთების ნაკადი ორ ქვეყანას შორის და უზრუნველვყოთ გადაზიდვები მესამე ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გამოყენებით“, - განაცხადა დენის შმიგლმა.

 

 

შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ევროპულ კომისიასთან, აქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის და სხვა ქვეყნებს შორის საკონტეინერო-საფიდერო მიმოსვლის განვითარების ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა დენის შმიგალმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი