საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა
22-08-2021, 16:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

 

 

უკრაინის უმაღლეს რადაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებს და წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

 

 

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგი განსაკუთრებულად მაღალ ნიშნულზეა და პარტნიორობა, მეგობრული ხალხთაშორისი კონტაქტების გარდა, საერთო ინტერესებსა და მისწრაფებებს ეფუძნება.

 

 

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და დადასტურდა მზადყოფნა შემდგომი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

 

 

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მაღალი დონე და გამოთქვეს მზაობა, არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდეს.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაღლესი რადას თავმჯდომარეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.

 

 

შეხვედრის შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს დელეგაციის წევრებს სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი