თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით უკრაინასთან ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველი და უკრაინელი სამხედროები ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ, რაც ძალიან სასიხარულოა.
“ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთობების საკითხები თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი და ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც. ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინელებთან ერთად. ასევე, უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში, არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.