ირაკლი ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან
23-08-2021, 14:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყირიმის პლატფორმის სამიტში მონაწილეობს, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები ესწრებიან.

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაური საგამოფენო ცენტრ „პარკოვში“ იმყოფება, რომელიც ყირიმის პლატფორმის სამიტს მასპინძლობს. ირაკლი ღარიბაშვილს უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვი დახვდნენ.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს.

 


სამიტის მონაწილეებს შორის არიან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, მოლდოვას, სლოვენიისა და ფინეთის პრეზიდენტები; რუმინეთის, ხორვატიის, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრები; შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეები; დიდი ბრიტანეთისა და პორტუგალიის თავდაცვის მინისტრები. სამიტზე 14 სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზეა წარმოდგენილი. სამიტში აშშ-დან მონაწილეობს პრეზიდენტ ბაიდენის პირადი წარმომადგენელი, აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრი. ევროკომისია - ვიცე-პრეზიდენტის, ნატო - გენერალური მდივნის მოადგილის, ხოლო ევროპის საბჭო და სუამი - გენერალური მდივნების დონეზე არიან წარმოდგენილი.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტოც გადაიღეს. ღონისძიება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა.

 


ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, ლიდერები მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას, ასევე იგეგმება ყირიმში არსებული ვითარების შესახებ მსოფლიოსთვის სპეციალური მიმართვის მომზადება.

 


ყირიმის პლატფორმის სამიტს საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი