ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე მოქალაქეთა მიმართვიანობა იზრდება. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
დღეს, COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 3 სამედიცინო ამბულატორიაში (პირველ მაისში, ახალ ხიბულასა და საჯიჯაოში) ადგილზე რეგისტრაციით მიმდინარეობს. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით" აიცრან.
ვაქცინაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსთან შოლინა კანკიასთან ერთად გაეცნო.
ვაქცინაცია უკვე ჩატარდა ხამისკურისა და საგვიჩიოში და ეტაპობრივად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.