„ფაიზერმა“ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან (FDA) სრული ავტორიზაცია მიიღო. ამ დრომდე, ფაიზერს სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
„FDA-ს მიერ ფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს“ - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი.
საქართველოში ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
COVID-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.