ზესტაფონში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა
24-08-2021, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად მეორე საჯარო სკოლაში მივიდა და ადგილზე გაეცნო იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას.

 

 

,,იმერეთში უკვე მეორე მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გავხსენით ზესტაფონში. აღნიშნული სივრცე მოგვცემს საშუალებას დღის განმავლობაში დაახლოებით 500 ადამიანი აიცრას ადგილზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამოქალაქეებს შევუქმნათ უფრო კომფორტული გარემო იმისათვის, რომ მოვიდნენ და აცრა გაიკეთონ. როგორც კი მომართვიანობა გაიზრდება, ჩვენ გავზრდით რესურსებს და რომელ მუნიციპალიტეტშიც იქნება საჭირო ასეთი სივრცის მოწყობა, რა თქმა უნდა ადგილზე შესაბამის რეაგირებას გავაკეთებთ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

 

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი სასკოლო სივრცეში მოეწყო და მოსახლეობას საშუალება აქვს რეგისტრაციის გარეშე გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო მოქალაქეები და შეუფერხებლად მიმდინარეობს.

 

 

მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში მობილიზებული ამცრელი ბრიგადები უზრუნველყოფენ დღიურად 500 ადამიანამდე აცრას. ადგილზე მისული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია შესაძლებელია ფაიზერის, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებით.

 


საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეების მასობრივი იმუნიზაციის ცენტრამდე მისვლას ზესტაფონის მერია ტრანსპორტით უზრუნველყოფს.

 


რეგიონში ამ ეტაპზე ორი მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, ქუთაისსა და ზესტაფონში გაიხსნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი