დავით ზალკალიანი: ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტით თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან
24-08-2021, 16:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა სქართველოს თანამშრომლობა უკრაინასთან.

 

 

„განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება. მთ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს. ძალიან შედეგიანი საუბრები გაიმართა ყველა ამ თემატიკაზე. უნდა აღინიშნოს, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, რომლსაც ჩვენც ვიზიარებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიზმით და ურთიერთობის ინტენსივობით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებს პრაქტიკულ განზომილებაში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა ჩვენს თანამშრომლობას საერთაშორისო ფარგლებში. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების თანამშრომლობაზე სამეულის ფორმატში. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც მჭიდრო კოორდინაციით გაიმართება, რაც იქნება დაკავშირებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებით და ჩვენი საკითხის აქტუალიზაციით საერთაშორისო ფორუმებში - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში შეფასდა უკრაინის მთავრობის მაღალი ჯილდოთი.

 

 

„უნდა აღინიშნოს ასევე ვიზიტის მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებული იყო ყირიმის პლატფორმასთან. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების ინიციატივით და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 46 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა - პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, საგარეო სამთა მინისტრებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამ პლატფორმის სესიაზე იყო ძალიან მკაფიო. ზუსტი გზავნილები იყო, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო გამოწვევასთან, ოკუპაციასთან. გამოითქვა ჩვენი მხრიდან პოზიცია, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო გააქტიურება და არსებული ფორმატების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება იმისათვის, რომ დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის დარღვევის ფაქტები იყოს დაუყოვნებლივ სართაშორისო თანამეგობრობის მუდმივი რეაგირების ქვეშ და ამ თვალსაზრისით, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ ყირიმის პლატფორმას და სხვა საერთაშორისო ფორმატებს.

 

 

მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში იყო შეფასებული უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი