თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია და 8 000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ
24-08-2021, 16:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია და 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეუძლია უწყებამ გამოძებნოს.

 


„ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია. კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსის მობილიზებას იმის ხარჯზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. ესეც იძლევა გარკვეული ადამიანური რესურსის კოვიდის მიზნებისთვის გადამისამართების საშუალებას. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მობილიზებას, არსებობს მოსაზრება, რომ გეგმის მიხედვით ეს იყოს ჰოსპიტლებთან ახლოს. ჯერჯერობით დიდ ქალაქებში - ბათუმსა და ქუთაისში დამატებითი ჰოსპიტლების ჩართვა ხდება და იმის აუცილებლობა, რომ იქ საველე ჰოსპიტალი გაიხსნას, დღეს და ხვალ არ არსებობს. თუკი ამის საჭიროება იქნება, ეს მოხდება ჰოსპიტალთან ახლოს, იგივე პერსონალის გადანაწილების ხარჯზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი