თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი ოპოზიციური ბლოკი იქმნება. სამი პოლიტიკური სუბიექტი აკაკი ასათიანის "ტრადიციონალისტთა კავშირი", სერგო ჯავახაძის "სამართლიანი საქართველოსთვის"და სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა" საარჩევნო ბლოკს ქმნიან,- ამის შესახებ "კვირას" "ტრადიციონალისტთა კავშირის" თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა განუცხადა.
ასათიანის თქმით, მოლაპარაკებები "სამართლიანი საქართველოსთვის" და მის პარტიას შორის უკვე დასრულებულია. ახალი ბლოკის ლიდერებს მერობის საერთო კანდიდატზე ჯერ არ უმსჯელიათ. "საქართველოს გზასთან" კი მოლაპარაკებები სრულდება.
"ჯერ არ გვისაუბრია მერობის კანდიდატზე, ამიტომ ვერ დავადასტურებ, რომ ის მე ვიქნები, თუმცა არჩევნებზე ერთი კანდიდატი გვეყოლება და ვიმსჯელებთ ამის შესახებ. რაც შეეხება მოლაპარაკებებს, სერგო ჯავახაძის პარტიასთან დასრულებულია ეს ეტაპი, მალე დასრულდება სალომე ზურაბიშვილის პარტიასთანაც",- განაცხადა აკაკი ასათიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.