„რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიისთვის არაფერს ცვლის.
ამის შესახებ გვარამიამ „კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება მალე სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლოს სისტემისთვის. კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არაფერს არ ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომ სასამართლო სისტემა დასრულებულია. ეს დასრულდა ზონდერ მოსამართლის ხელით. „რუსთავი-2“ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე დარჩა. ჩვენ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ. გადაწყვეტილება, რომელსაც ნულოვანი სამართლებრივი შედეგები აქვს, ხელსუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ეს იქნება იმის დასტური, რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაასრულა სამართლიან სასამართლოზე საუბარი“, – განაცხადა გვარამია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.