„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახადებს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი მექანიზმი არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს უკვე ანომალიაა.
„ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ, ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ დაიწყო ნინო ლომჯარიამ და „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ გააგრძელა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს მომდგარია. 2020 წელს, ეს კამპანია ერთ დღეს დაიწყო და მაშინ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა გახსნა, დღესაც მან გახსნა, რაც ცუდი მოვლენაა. ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენონ, რისი რესურსი აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი შეფასებით, ოპოზიცია დასუსტებულია და ამას, პირველ რიგში, თავად გრძნობენ.
„ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აწყობს არჩევნების გადადება და სწორედ ამის შედეგია ის კამპანია, რომელიც მათ წამოიწყეს. ეს არის სუფთა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია და მას არავითარი საფუძველი არ აქვს. ჩვენ მათ ვურჩევთ, რომ მარცხს შეეგუონ და მოემზადონ არჩევნებისთვის, რომელიც მათ, სავარაუდოდ, გარკვეულ მუნიციპალიტეტში მანდატს მოუტანს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.