მამუკა მდინარაძე: ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა - ისინი ეძებენ საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ეს მოუწევთ
25-08-2021, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა - ისინი ეძებენ საბაბს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მათ ეს მოუწევთ",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რადიკალური ოპოზიცია“ მიხეილ სააკაშვილის დავალებას ასრულებს, რომ არჩევნების ბოიკოტისთვის საბაბი შექმნან და „ქართული ოცნება“ გააშავონ“.

 


„3 კვირის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული დავალება მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც ისინი სიტყვა რეფერენდუმსაც იყენებენ. ამის შესახებ ვუთხარით საზოგადოებას და ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა - ისინი ეძებენ საბაბს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მოუწევთ.

 


ამასთან, სააკაშვილს შემთხვევით გაეპარა შეცდომა და რამდენიმე დღის წინ, დავალება, რომელიც შიდა ჩატში უნდა ყოფილიყო ჩაშლილი, საჯაროდ გამოაქვეყნა. მისი დავალებაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კოვიდინფექციას ემსხვერპლება, უნდა მიეწეროს „ქართულ ოცნებას“. ახლა ხდება ამ ორი დავალების კორელაცია და ცდილობენ, რომ ეს საბაბი გამოიყენონ ერთი მხრივ ბოიკოტისთვის და მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ გაშავებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი