კახა კუჭავა: ჩემს გამზრდელ ბაბუას, სვანური ქუდი ეხურა ყოველთვის და რომ ვეკითხებოდი, რატომ, მეუბნებოდა, ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა. აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა
25-08-2021, 15:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩემს გამზრდელ ბაბუას, სვანური ქუდი ეხურა ყოველთვის და რომ ვეკითხებოდი, რატომ, მეუბნებოდა, ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა. აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გამარჯვების სიმბოლოა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მესტიაში „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე.

 

 

"მივესალმები ულამაზეს მესტიას. ამ უნიკალურ კუთხეს. უნიკალური ნამდვილად ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე მეტად უხდება სვანეთს. იგი უნიკალურია თავისი სილამაზით, კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით, გარემოთი და რა თქმა უნდა, უნიკალურია თავისი ხალხით.

 


ჩემს გამზრდელ ბაბუას, სვანური ქუდი ეხურა ყოველთვის და რომ ვეკითხებოდი, რატომ, მეუბნებოდა, ამაყი ხალხის ქუდიაო. ზუსტად ასეა. აქ რომ ჩამოდიხარ, ხვდები რა არის სიამაყე, ხედავ ამაყად მდგარ სვანურ კოშკს, რომელიც ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, გამარჯვების სიმბოლოა.

 


ეს ასეა ისტორიულადაც. სვანური კოშკი, გაუტეხელი, დაუმარცხებელი, რომელიც საუკუნეები დგას ქვეყნის სადარაჯოზე- კულტურის, ტრადიციების, ოჯახის ინსტიტუტის დაცვის სადარაჯოზე, რომელიც უძვირფასესია თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენი მომავლისთვის.

 


მესტიას განვითარება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ეტყობა. ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის, რადგან პოტენციალი კიდევ უფრო დიდი აქვს სვანეთს, არა მხოლოდ ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით, რომელმაც შეიძლება მიიზიდოს როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტები და კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოუტანოს თითოეულ ოჯახს, ამ კუთხეს და რა თქმა უნდა, მთლიანად მთელ ქვეყანას. პოტენციალის ბოლომდე გამოყენება მთავარია.

 


ბოლოს სვანეთს 2019 წლის ზაფხულში, ოჯახთან ერთად ვესტუმრე მინდოდა ჩემს შვილებს ენახათ ეს სილამაზე. ჩემს მეგობრებთან ერთად მულახის ხეობაში, სოფელ ჯამიშში კახიანებს ვსტუმრობდით, სადაც უხუცესებთან ერთად ბევრი ვისაუბრეთ. ეკლესიიდან, რომელიც ზემოთ მთაზეა, ჩანს ულამაზესი ხეობა რომელიც გავს შვეიცარიას, ავსტრიას. ჩვენ უნდა გავხდეთ სამაგალითოები სხვებისთვის.

 


როცა საუბრობენ ევროპის სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაზე, ასევე უნდა საუბრობდნენ მესტიაზე, როგორც ერთ-ერთ უნიკალურ ადგილზე თავისი სილამაზით. სწორედ ასეთი განვითარებული რეგიონებია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მიმზიდველს გახდის საქართველოს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის და ყველასთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 


როცა ვსაუბრობთ ერთად დგომაზე-ერთად დგომა სჭირდება ყველას, მთელ საქართველოს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაუტეხელნი და დაუმარცხებელნი მაშინ, როცა ვიდექით ერთად -სვანეთი ბრწყინვალე მაგალითია ამისა.

ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენს აფხაზეთს, რომელიც აქედან ხელის გაწვდენის მანძილზეა და ჩვენი დიდი გულისტკივილია.

 


დარწმუნებული ვართ, განვითარებით ჩვენ მალე ვიამაყებთ ერთიანი საქართველოთი.

 


მჯერა, სვანეთში ვნახავთ ძალიან ბევრ ახალ პროექტს და ეს არ ეხება მხოლოდ ინფრასტრუქტურას.

 


2023 წლისთვის უკვე დასრულებული იქნება არა მხოლოდ მესტია- უშგულის, არამედ უშგული-ლენტეხის გზა, რომელიც მთლიანად შეკრავს ტურისტულ წრეს და კიდევ უფრო მარტივს გახდის მოგზაურობას სვანეთში და არა მხოლოდ ამ კუთხეში, არამედ მასთან დაკავშირებულ იმ პატარა სოფლებში, სადაც ის უნიკალური ტრადიციებია, რომლის ნახვაც სურს და იზიდავს ყველას. დარწმუნებული ვარ ამისათვის საჭიროა ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი მერი და საკრებულო.

 


ჩვენ გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება. მჯერა, კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს, რითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს გუნდი, არამედ საქართველო.

 


მისი ხელმძღვანელობით, პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და 4 წლის შემდეგ ვიამაყებთ შედეგებით", - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

კომენტარები: 1
#1   Terence
      
It's in point of fact a great and useful piece of information. I'm glad that you just shared this
helpful info with us. Please keep us up to date like this.
Thanks for sharing.

Here is my site ... Buford
1 ნოემბერი 2021 04:54
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი