ირაკლი ღარიბაშვილი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა და სამართალდამცველებს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა
25-08-2021, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციის საგუშაგოს თანამშრომლებს შეხვდა.

 


პრემიერი სამართალდამცველებს გაესაუბრა, საგუშაგო პუნქტი დაათვალიერა და უსაფრთხოების კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა საგუშაგოს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ახორციელებენ.

 


პრემიერი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ, ასევე კორონავირუსის მიერ შექმნილ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა.

 

 

პრემიერ-მინისტრთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, შალვა ბედოიძე და იოსებ ჭელიძე, სამეგრელოს-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გურამ ზესაშვილი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სამარღანიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი