ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ აშშ-ის, ევროპის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ერთგული პარტნიორი
26-08-2021, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ჩვენმა გამორჩეულად ღირსეულმა ჯარმა მიიღო მონაწილეობა, ძალიან ღირსეულად იმსახურა ავღანეთში, რითაც დაიცვა ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სამწუხაროდ, მისიას არ ჩაუვლია დანაკარგების გარეშე.

 


„32 ჩვენი გმირი სამხედო შეეწირა აღნიშნულ მისიას და ძალიან ბევრმა მიიღო საკმაოდ მძიმე დაზიანება. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას ნატოსა და საერთაშორისო მისიებში, ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი მონაწილე, ვაგრძელებთ მონაწილეობას ჰუმანიტარულ ოპერაციებში, კერძოდ, რამდენიმე დღეა, საქართველო აქტიურად არის ჩართული, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, ტრანზიტული ფუნქციის შესრულების საკითხში. უკვე დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანის გატარება მოხდა ტრანზიტულად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. ძალიან წარმატებული ოპერაციები განხორციელდა ზოგადად ჩვენი სახელმწიფოს ჩართულობით და ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოს და აშშ-ის მთავრობის თანამონაწილეობით. ამას გარდა, ჩვენ თხოვნით მოგვმართეს ისეთმა მნიშვნელოვანმა დონორმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, რომლებიც, უკვე წლებია, ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას განვითარებაში და ამ მიმართულებით დიდი დამსახურება და წვლილი მიუძღვით. ამას გარდა, მომართვა იყო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისგან, რომელიც ზოგადად ცნობილია, როგორც აშშ-ის დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია. ჩვენ მათი თანამშრომლების დროებით რელოკაციაში, გადმოყვანაში დავეხმარეთ უკვე რამდენიმე ათეულ ადამიანს. ეს პროცესი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და ხორციელდება. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი და მონაწილე საერთაშორისო თანამეგობრობის და ამას გარდა, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვართ ერთგული პარტნიორი აშშ-ის, ევროპის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი