არის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები, პიკი გარკვეულწილად გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ აქ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს დაღმასვლა, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე და დაამატა, რომ გარდაცვალების შემთხვევების მაჩვენებლის კლებას გარკვეული პერიოდი სჭირდება.
„დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია. ჩვენი მოლოდინი ისეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი უნდა იყოს მშვიდი, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.