31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
31-08-2021, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 43 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 605 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 136 PCR ტესტით.

 


ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 778 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 549 811-ს.

 


რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.26% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.76%.

 


ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 753 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 493 414.

 


ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 408 პირი ემსხვერპლა.

 


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 778 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 888 შემთხვევა, აჭარა - 423, იმერეთი - 608, ქვემო ქართლი - 244, შიდა ქართლი - 364, გურია - 146, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 405, კახეთი - 438, მცხეთა-მთიანეთი - 159, სამცხე-ჯავახეთი - 67, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36.

 


ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 963 საიდანაც: 7 457 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 181, აჭარაში - 993, იმერეთში - 1 125. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 650 პირი, მათ შორის, თბილისში - 705, აჭარაში - 157, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 23. 2 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 277 - თბილისში, 1 033 - აჭარაში. 38 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 


საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 67, ხოლო აჭარაში - 11.

 


სულ 6 ოქტომბრიდან - 30 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 118 პირი.

 


ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 23 664, პირი, აჭარაში - 5 975, იმერეთში - 4 199.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი