ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ განაცხადა: იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან მავნებლურ პოლიტიკაზე და ამ მტრობას კიდევ ერთხელ წერტილს დავუსვამთ 2 ოქტომბერს
31-08-2021, 11:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან არა ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, არამედ ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრობა და ამ მტრობას კიდევ ერთხელ წერტილს დავუსვამთ 2 ოქტომბერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ სააკაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეუძლებელია სერიოზული კომენტარის გაკეთება მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებებზე.

 


„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და შემდეგ დავიწყეთ აქტიური მუშაობა უვიზო რეჟიმის მიღებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ შემთხვევაში საუბარი იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილებაზე, ეს ხომ არ იყო მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრებისთვის უვიზო გადაადგილება, ჩვენ ვმუშაობდით მთელი მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის მიღწევაზე, რაც რა თქმა უნდა, იქნებოდა ძალიან დიდი აღიარება; ასეც მოხდა მოგვიანებით და ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღეს უვიზო რეჟიმი. მაშინ, მიდიოდა, პირდაპირ უნდა ითქვას, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა, რომ როგორმე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენს ქვეყანას უვიზო რეჟიმი არ მიეღო. რა ჰქვია ამას, გეკითხებით, თუ არა საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მტრობა. იგივე ხელწერაა აბსოლუტურად მას შემდეგ და დღესაც გრძელდება, ვინაიდან, ეს ადამიანები საკუთარ მოსახლეობას, ხალხს ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში მარცხდებიან სასტიკად, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან ჩვენს პოლიტიკურ პარტიას კი არა, ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრობა და ამ მტრობას კიდევ ერთხელ წერტილს დავუსვამთ 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის შეფასებით, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სასტიკად მარცხდება „ნაციონალური მოძრაობა" და არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არის პრაქტიკულად გამორიცხული, რაც ხალხმა დაადასტურა 7 არჩევნებში.

 

  

„ერთადერთი თეორიული შანსი, რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ რაიმე სახის პროვოკაციით, რაღაც შეფერხება და ჩვენი განვითარების შეფერხება შეძლონ. რა თქმა უნდა, ეს დასრულდება კრახით, ისევე, როგორც დასრულდა მათი ნებისმიერი მცდელობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი