15 სექტემბერს სკოლებში სწავლა დაიწყება დისტანციურად და ეს გაგრძელდება 4 ოქტომბრამდე. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ეს გულისხმობს შემდეგს, რომ იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც დაინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა უკვე განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება მაღალი, სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრძელდება.
მინისტრის განახადებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა, კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება.
„როგორც იცით, დღეს საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, დელტა შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, ეს შტამი განსაკუთრებით დაერია ბავშვებს და ახალგაზრდებს, შესაბამისად, ბავშვების ჯანმრთელობა არის უმთავრესი პრიორიტეტი, ამის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე მინდა განვმარტო, რომ როგორც მოგახსენეთ, 4 ოქტომბერს, იმ სოფლებში ან ქალაქებში, სადაც 4%-ზე ქვემოთ იქნება ინფიცირების მაჩვენებელი, სწავლა გაგრძელდება უკვე დასწრებულ ფორმატში, მაგრამ იქაც ჩვენ გვინდა მაქსიმალურად მოქნილი სისტემა შევთავაზოთ მშობლებს. გვქონდა ჩვენ ეს პრაქტიკა დაგეგმილი წინა სემესტრებში. ეს მდგომარეობს იმაში, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, რომ მას ურჩევნია კვლავ დისტანციურ ფორმატში იყოს, ეს საშუალება შენარჩუნებული იქნება ანუ ჩვენ ამის საშუალებასაც მივცემთ მშობლებს, რომ ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა კვლავ დისტანციურ ფორმატში, თუ ისინი ამ გზას აირჩევენ. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზებული სისტემა იქნება მაქსიმალურად მოქნილი“, - განაცხადა ჩხენკელმა.
განათლების მინისტრმა ისიც თქვა, რომ სკოლაში მასწავლებლების ასივე პროცენტი რომ იყოს აცრილი, თუ ის სკოლა მდებარეობს გარემოში, უბანში, ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, საშიშროება რომ ვირუსი შევიდეს, არის კვლავ მაღალი.
როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, ბოლო თვის განმავლობაში მასწავლებლების ვაქცინაციის მკვეთრი ზრდაა.
„პედაგოგების ვაქცინაცია ცხრიდან 46 პროცენტზე ერთ თვეში გაიზარდა და ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, სკოლაში 100%-ვე რომ იყოს აცრილი მასწავლებლების, თუ სკოლა მდებარეობს იმ გარემოში, უბანში, ქალაქში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, იქ რასაკვირველია, საშიშროება რომ ვირუსი შევიდეს, არის კვლავ მაღალი. შესაბამისად, 4%-იანი კრიტერიუმი არის ის, რომელსაც ჩვენ დავეყრდნობით 4 ოქტომბრის შემდეგ“, - განაცხადა ჩხენკელმა.
საკოორდინაიო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი საქართველოს სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.