სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აბასთუმანში შემოვლითი გზის სამუშაოების მიმდინარეობას, მოადგილესთან შალვა ბერძენიშვილთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ზაქარია ენდელაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, კურცხანას ხეობაზე ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. შემოვლითი გზა იწყება მდინარე აბასთუმნისა და კურცხანას შესართავთან და მთლიანობაში 60 კილომეტრს შეადგენს. გზის ის მონაკვეთი, რომელმაც აბასთუმანს უნდა შემოუაროს 16 კილომეტრია. მათგან 9.2 კილომეტრი ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნულ პარკზე გაივლის და 370 მეტრზე გვირაბი მოეწყობა.
ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით, ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები. დაბა აბასთუმანში განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობა და ქვეყანას ექნება უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი კურორტი.
სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე მოინახულა საპარკინგე სივრცე აბასთუმნის შესასვლელში, რომლის სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი 18 თვეში დასრულდება ,პარკინგზე 2500 ავტომობილი განთავსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.