რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა; მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რიკოთზე განუცხადა, სადაც იგი ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში 3 სააათში გადაადგილდებიან.
„3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა. ამას გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრალების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კილომეტრიანი მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია, ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს ძალიან წარმატებული მუშაობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.