ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და არა სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი
01-09-2021, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, და არა თქვენი ხელმძღვანელების, სააკაშვილის და მისი „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელების, ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მმართველი გუნდის ნებით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

 

 

„ჩვენ ეს ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენი ნებით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენი მთავრობის და ჩემი პრემიერობის დროს ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დოკუმენტს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, აქედან გამომდინარე საერთოდ რაზეა საუბარი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი და ამას დრო სჭირდება. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი