ააიპ „ სამყარო /EYW, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)-სა და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში ( SDC)-ს მხარდაჭერით გამოცხადებულ ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს მეოთხე კურსის სტუდენტებმა ელენე მელიქიძემ და ანა ჩაბაკაურმა.
მათ დაუფინანსდათ სამაგიდო თამაში „გემოციობანა", რომელიც დაეხმარება 12-წლის ზევით მოზარდებს და ახალგაზრდებს თამაშით შეისწავლონ და გაეცნონ აგროკულტურულ ღონისძიებებს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოვლა-მოყვანას.
პროგრამა ითვალისწინებს ნოვატორული იდეების, სასოფლო-სამეურნეო სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საპროექტო განაცხადების მიღებას და მხარს უჭერს ახალგაზრდების ინოვაციებს და იდეებს აგრარულ და გარემოსდაცვით სექტორში, რომელიც გარდა მათი დარგით დაინტერესებისა, ხელს უწყობს ცოდნისა და უნარჩვევების გაზიარებას და მათი შემოსავლების ზრდას.
ელენეს და ანას სამაგიდო თამაში „გემოციობანა" უკვე არის ზოგიერთ სათამაშო მაღაზიათა ქსელში, ასევე დაინტერესდნენ სკოლებში არსებული ეკოლოგიური და ბიო კლუბები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.